четверг, 21 июня 2012 г.


 პროექტის სახელწოდება;     ქართული ხელოვნება, მხატვრობა.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:   მოსწავლეები გაეცნობიან შუასაუკუნეების ქართული ხელოვნების თავისებურებებს, გაიცნობენ მე-20საუკუნის ქართულ მხატვრობას.
 პროექტის აქტუალობა: ამ თემის შესწავლით  მოსწავლეები  უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ ხელოვნებას ,  ფრესკულ და დაზგურ მხატვრობას.
პროექტის მიზნები:   მოსწავლეს განუვითარდება მხატვრულ ნაწარმოებებზე დაკვირვების , მისი ანალიზის და  შეფასების  უნარი,  განუვითარდებათ, მისი დეკორის ვიზუალურად გამოხატვის პრაქტიკული უნარ-ჩვევა.
მონაწილეთა ასაკი:   12
ვადები ხანგრძლივობა :  3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება სხვადასხვა  პრეზენტაციის ფაილები , ელექტრონული ჟურნალი  ,,გამოჩენილი ქართველი მხატვრები.’’  შეიქმნება  ბლოგი  რომელზეც განთავსდება შექმნილი ელექტრონული მასალები; შეიქმნება ანგარიში.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი, ინტერნეტი, ბიბლიოთეკა.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): საპროექტო   თემის შერჩევა, პროექტის გეგმის შექმნა , მოსწავლეთა ერთ ნაწილზე დავალება მოიძიონ და ელექტრონულად  აკრიფონ  ინფორმაცია მე-20 საუკუნის ქართველ მხატვრებზე.  მეორე ნაწილს დაევალა მოიძიონ  ნახატები  მესამე ნაწილს დაევალა მოამზადოს საპრეზენტაციო ფაილი. ყველა ამ   ინფორმაციაზე დაყრდნობით  პროექტის მონაწილეები   იმუშავებენ  ელექტრონული   ჟურნალის  ,,გამოჩენილი  ქართველი  მხატვრები’’-ის  შექმნასა  და  რედაქტირებაზე.შეიქმნება  პროექტის ანგარიში და მოხდება პროექტის   პრეზენტაცია სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების  წინაშე.  პროექტის დასასრულს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების ბარათებს.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტ, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  ნერვისტან მსხალაძე.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:   nestani2012@gmail.com;
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:nestani2012.blogspot.com 




გაკვეთილის გეგმა